Saturday, February 8, 2014

შინაური ძაღლი (ლათ. Canis lupus familiaris) – რუხი მგლის ქვესახეობა,ძაღლისებრთა ოჯახისწევრი მტაცებელთა რიგის მოშინაურებულიძუძუმწოვარი ცხოველი. კატებთან ერთად წარმოადგენს კაცობრიობის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარული „თანამგზავრ“ ცხოველს.
ითვლება, რომ ძაღლი არის ყველაზე ადრეულად მოშინაურებული ცხოველი. ამჟამინდელი სახით იგი მოთვინიერებულია 15 000 წლის წინ.  თუმცა, ნაპოვნია ნამარხი ნარჩენები ციმბირსა და ბელგიაში, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღიცხვით 31 000 წლით. ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა უკანასკნელ გამყინვარების მაქსიმუმს.  გვთავაზობს ძაღლების გამოყოფის ზღვრად მგლებისგან 100 000 წელს, თუმცაღა შინაური ძაღლის არსებობა 33 000 წლის წინ არ არის მორფოლოგიურად დადასტურებული.
ძაღლი ადვილად მოსათვინიერებელი და საწვრთნელი ცხოველია, მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიზნებისთვის: ნადირობა, მაძებარი ფუნქციები, დაცვითი ფუნქციები, საჭაპანო ფუნქციები (მცირე ტვირთებისა და მარხილებში ჩაბმა). არსებობს ასევე დეკორატიული ჯიშები. ყველაზე ცნობილი და უძველესი ფუნქცია, რაც ძაღლებს აკისრიათ, ესაა შინაური ცხოველების დაცვა (მეცხვარე ძაღლი, იგივე ნაგაზი). გამოირჩევა განსაკუთრებულად განვითარებული ყნოსვით – ზოგიერთი მონაცემით, ძაღლებს შეუძლიათ 40 ათას სხვადასხვა სურნელის გარჩევა-დამახსოვრება. მათმა მრავალფუნქციურმა გამოყენებამ განაპირობა მათი ზედმეტსახელი: „ადამიანის საუკეთესო მეგობარი“. ზოგიერთ კულტურაში ძაღლები წარმოადგენენ ხორცის წყაროს.2001 წლის მონაცემებით, 400 მილიონზე მეტი ძაღლია მსოფლიოში.
მსოფლიოში გავრცელებულია ასევე სასტიკი პრაქტიკა – საბრძოლო ძაღლის ჯიშების სპეციალურად გამოყვანა, ფსონების დადება ძაღლების სასიკვდილო ორთაბრძოლებზე.


Tuesday, February 4, 2014

მაიმუნები (Anthropoidea), ძუძუმწოვრების ქვერიგი პრიმატების რიგისა; აერთიანებს უმაღლესი ძუძუმწოვრების და ადამიანის ოჯახსაც. ბალნიანი საფარველი კარგადაა განვითარებული. სხეულის ზოგიერთ უბანზე ბალანი შეიძლება ძლიერ იყოს დაგრძელებული, რის შედეგადაც წარმოიქმნება ფაფარი, ულვაშები, წვერი, ფუნჯები (ყურებსა და კუდზე). უმრავლესობას სახე და ყურები ტიტველი აქვს. რიგ სახეობებს (პავიანებსა და სხვებს) აქვთ ძლიერ განვითარებული საჯდომი კორძები, რომლებიც მეტწილად მკვეთრი წითელია. მრავალი სახეობის მაიმუნებს (როზალიაანთარი მანდრილი,ვერეც და სხვა) კაშკაშა შეფერილობა აქვს. ქალას ზომები (ტვინის ქალას და სახის ქალას ურთიერთშეფარდება) განსხვავებულია მაიმუნების ჯგიფების მიხედვით. ზოგს ქალაზე აქვს მაღალი ტროპები, რომლებსაც ემაგრება მძლავრი საღეჭი კუნთები. მაიმუნებს კარგად აქვთ განვითარებული მიმიკური კუნთებიც. კბილების რაოდენობა განსხვავებულია. კუჭი ჩვეულებრივ მარტივია, მხოლოდ თხელტანიანი მაიმუნების კუჭია რთული (ძირითადად მცენარეულობით კვებასთან დაკავშირებით). მარტივია მათი საშვილოსნოც. ბრმა ნაწლავი ყველას აქვს, ზოლო ჭიაყელა ნაწლავი - მხოლოდ ადამიანის მსგავს მაიმუნებს. მაიმუნებს დიდი თავის ტვინი აქვთ. განსაკუთრებით გამოირჩევა წინა ტვინი. გრძნობის ორგანოებიდან კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა და სმენა. თათები სატაცია. ორივე წყვილ კიდურზე ცერი უპირისპირდება დანარჩენ თითებს. თითებზე აქვთ ფრჩხილები. გამონაკლისს წარმოადგენენ მოთამაშე მაიმუნები, რომლებსაც ნამდვილი ფრჩხილი მხოლოდ ცერზე აქვთ. მაიმუნებს მკერდზე აქვთ ერთი წყვილი ძუძუ. მაომუნების უმრავლესობა მეხეურ ცხოვრებასაა შეგუებული. მაგოტი, პავიანები და სხვა მხოლოდ მიქაზე ბინადრობენ. უმრავლესობა ხროვებად ცხოვრობს, იკვებებიან მცენარეთა ნაყოფით, ფოთლებით,ნორჩი ყლორტებით, მწერებით, ჭიებით, ლოკოკინებით, ფრინველების კვერცხითა და მართვებით, ჭამენ აგრეთვე პატარ-პატარა ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს. მაიმუნების მაკეობის ხანგრძლივობა განსხვავებულია: უმდაბლესი მაიმუნების მაკეობა გრძელდება 4-5 თვემდე, გიბონებისა - 7 თვემდე, ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა - 275 დღემდე. ჩვეულებრივ შობენ თითო ნაშიერს. 

Tuesday, January 28, 2014

კრეტის ხარი — კრეტის მითიური მეფის მინოსის ცეცხლისმფრქვეველი ხარი, რომელიც მის მეუღლეს პასიფაეს უყვარდა. ხარი პოსეიდონისათვის შესაწირავად იყო გამზადებული, მაგრამ მინოსს დაენანა და სხვა ხარი შესწირა. განრისხებულმა პოსეიდონმა ხარი კუნძულის რისხვად აქცია. პირუტყვი ყოველივეს ანადგურებდა, ვიდრე ჰერაკლემ არ შეიპყრო და ევრისთევსს არ მიჰგვარა. ხოლო ატიკური თქმულების ის თესევსმა შეიპყრო.



Saturday, January 25, 2014

ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) — ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან. საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება. თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით. იმის გამო, რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს. შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე. ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს. ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ. ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება. მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.
— მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის,პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.
ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს ()იშვიათად მეტს. ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობადი) მრავლდება.

— კენტჩლიქოსანი ძუძუმწოვრების ქვეგვარი ცხენისებრთაოჯახისა. ცხენისაგან განსხვავებით, აქვს გრძელი ყურები, დიდი თავი, ვიწრო ჩლიქები, წვრილი კუდი, რომელიც მთავრდება გრძელი ბალნის ფუნჯით. გარეული ვირი გავრცელებულია აფრიკაში, წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში. მცირე ჯოგებად ბინადრობს უდაბნოებსა და ველებზე. იკვებება ბალახით. გვარში ერთი სახეობაა — აფრიკული გარეული ვირი (Equus (Aqinus) africanus), რომელიც გავრცელებულია სომალიში, ეთიოპიაში, ერიტრეაში. ვირის გვარი მეტად მცირერიცხოვანია. დედა ვირი წელიწადში ერთ ჩოჩორს იძლევა. სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-18 წელია.
შინაური ვირის ჯიშის ორი ჯგუფი არსებობს:
  • აფრიკისა და აზიის ადგილობრივი ტანმორჩილი (მ. შ. ყაზახური, შუა აზიისა და კავკასიური) და ტანადი ვირი (მ. შ. ჩინური, შანდურის ვირი);
  • კულტურული ვირის ჯიშები, რომლებსაც ძირითადად იყენებენ, ჯორის გამოსაყვანად. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პუატუური (საფრანგეთი), კატალონიური (ესპანეთი) და ამერიკული ვირები.
ვირს სასაპალნე და შესაბმელ პირუტყვად იყენებენ. განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში და ბილიკებით სავალ გზებზე. ვირს საშუალოდ შეუძლია ზურგით 70-80 კგ-მდე ტვირთის გადატანა, საზიდრით კი — 2,5 ტ-მდე. ვირს სამუშაოდ 2 წლიდან იყენებენ. საქართველოში (კახეთში, მესხეთ-ჯავახეთში, აფხაზეთში) გავრცელებული ვირი ტანად პატარაა, სიმაღლით 95 სმ. მოვლა-კვების მიმართ ნაკლებმომთხოვნია, გამძლე და ამტანია, იშვიათად ავადდება.


  • შინაური კატა (Felis silvestris catus) — კატისებრთა ოჯახისა მტაცებელიძუძუმწოვარი ცხოველი. შინაურ კატა გამოირჩევა მეგობრობის უნარით. ადამიანისა და კატის მეგობრობა 10 000 წელია გრძელდება, თავიდან მან ადამიანების დაფასება მოიპოვა იმით, რომ ანადგურებდა პარაზიტებს[1][2]. ის ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას. უბრალო კატამ შეიძლება მოახდინოს მანიპულირება სხვადასხვა საგანზე ან მექანიზმზე. გამოირჩევა მისტიციზმითა და უცნაურობით. მასზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. კატას ინტელექტის თვალსაზრისით შეუძლია სწავლა, ფიქრი, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა, მოხერხებულობა და გონიერება. სახლის კატები შეგუების უნარით ხასიათდებიან. ზოგიერთი კატა მტაცებელია (უყვარს ნადირობა), ამიტომ მათ უწევთ ფიქრი, თუ როგორ მოიტაცონ ესა თუ ის ცხოველი შემდეგ შეკრან მსხვერპლი, როგორც აკეთბენ მგლები.