ფრინველები

ნისკარტი
ბარტყებს ნისკარტი შავი აქვთ, ხოლო ზრდასრულებს მოყვითალო. ნისკარტის ზედა ნაწილი (ცვლილოვანა) კარგადაა გამოკვეთილი, რითაც ფრინველის სქესი დგინდება. მამალ ბარტყს იასამნისფერი აქვს დედალს — თეთრში გარდამავალი, ძალიან ღია ცისფერი, ან ძალიან ღია ვარდისფერი. მოზრდილ ასაკში მამრს ნისკარტის ფუძე ცისფერი, ხოლო მდედრს ყავისფერი უხდება.
თვალები
თუთიყუშის თვალი მუქი ლურჯია, გარშემო სარტყელი კი ყვითელი ან თეთრი ფერის. ხუჭუჭა თუთიყუშებს ფერების გარჩევის უნარი გააჩნიათ, ასევე, როგორც უმეტესობა ფრინველს ახასიათებთ „მონოკულარული მხედველობა“, ანუ თვალები ისე აქვთ განლაგებული, რომ არ ხდება მხედველობის კუთხის გადაფარვა, თანხვედრა. თავის სწრაფი ბრუნვით, ფაქტიურად 360°–ით ახერხებს კონტროლს გარემოზე.


ქათამი — ქათმისნაირთა რიგის შინაური ფრინველი. წარმოშობილია გარეულიბანკივური ქათმისაგან. სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა შორის შინაური ქათამი ყველაზე გავრცელებულია. მას ამრავლებენ ხორცისა და კვერცხისათვის, გარდა ამისა იყენებენ ბუმბულსა და გერმას. ძირითადი პროდუქციის მიხედვით ქათმის ჯიშები იყოფა მეკვერცხულად, მეკვერცხულ-მეხორცულად, სახორცე-მეკვერცხულად და სახორცედ. ამ მიმართულებების ჯიშებს აქვთ კონსტიტუციური და ექსტერიერული თავისებურებანი.
მიახლოებით 4 დღის წიწილა
  • მეკვერცხული ქათამი პატარაა, სწრაფად იზრდება, სქესობრივად ადრე მწიფდება.
  • სახორცე-მეკვერცხული ქათამი უფრო დიდია, კარგად აქვს განვითარებული კუნთები, გვიან მწიფდება.
მეკვერცხულ ქათამს განვითარებულ აქვს ფოთლისებრი ბიბილო, რომელიც მეორე-მესამე კბილანის შემდეგ გვერდზეა გადმოზნექილი, ნისკარტი ოდნავ მოღუნულია.
შინაური ქათმების ნისკარტის ფერი თითქმის ერთნაირია, ბუმბულისა - სხვადასხვა.
  • მეკვერცხული ჯიშის ქათმის მასაა დედლის 1,8-2,2 კგ, მამლისა - 2,7-3,0 კგ;
  • მეკვერცხულ-მეხორხულისა (შესაბამისად) 2,2-2,8 და 3,2-3,8 კგ;
  • სახორცე-მეკვერცხულისა - 2,5-3,0 და 3,5-4,0 კგ;
  • მეხორცულისა - 3,0-3,5 და 3,5-4,5.
ქათამი რეპროდუქციისთვის 5-6 თვეში მწიფდება. მეკვერცხუ ჯიშების კვერცხმდებლობა წელიწადში 200-220 კვერცხია, სარეკორდო 365. კვერცხის მასა 55-65 გრამი. ქათმის კვერცხმდებლობა დაახლოებით 10 წლამდე გრძელდება.


კანარისჩიტი, კანარელი (Serinus canaria) — მომცრო ტანის ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია კანარისა (აქედან სახელწოდება) და აზოვის კუნძულებზე, მადეირაზე. XVI საუკუნეში შემოიყვანეს ევროპაში და გავრცელდა როგორც ტიპობრივი „გალიური ფორმა“. კარგად მრავლდება ტყვეობაში. გამოყვანილია გალობითა და ექსტერიერით განსხვავებული მრავალი ჯიში. მამალ კანარის ჩიტს მუცლის მხარე ყვითელი აქვს, ზურგის მხარე — მოყვითალო-მომწვანო, დედალს — მომწვანო შეფერილობა. სხეულის სიგრძე 12-14 სმ აღწევს.
ქართულ ლიტერატურაში კანარის ჩიტს ზოგჯერ შეცდომით იადონს უწოდებდნენ. კანარის ჩიტის ერთ-ერთი ქვესახეობაა კანარიასებრი მთიულა(Serinus canaria serinus ), რომელიც გავრცელებულიაჩრდილო-დასავლეთაფრიკაში.მცირეაზიაში,არაბეთის ნახევარკუნძულზე და ევროპაში(ჩრდილოეთის გარდა). ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 13 დღე. იკვებება მარცვლეულით. საქართველოში კანარის ჩიტის შემოფრენის ერთადერთი შემთხვევაა აღნიშნული (1896).

No comments:

Post a Comment